მარკ რუტე: თუ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს, ევროპული ქვეყნები უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან
ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, გააგზავნოს ჯარები უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და თუ რუსეთი დაარღვევს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას. დეტალები და ნიუანსები ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, რუტემ განაცხადა, რომ ასეთი განლაგების დეტალები საჯაროდ არ განიხილება. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინაში ჯარების გაგზავნის სურვილი გამოთქვა.
„რა თქმა უნდა, ამჟამად დეტალებს საჯაროდ არ განვიხილავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მიუთითა, რომ სურვილის შემთხვევაში სამხედროების გასაგზავნად მზად არიან. ამჟამად ამ "მსურველთა კოალიციის" ზუსტი სტრუქტურის განსაზღვრაზე მუშაობა მიმდინარეობს: როგორ მოხდება ჯარების განლაგება? რა მოხდება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, ა.შ.? ამჟამად ყველა ეს ელემენტი ირკვევა“, -