Loading data...
მარკ რუტე რუსეთს ნატოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთი ალიანსის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ მოიხსენია.

„რუსეთი კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე, ევროატლანტიკურ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული კონკურენცია მწვავდება, ტერორიზმი ნატოსთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და მის სამხრეთ მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია არასტაბილური რჩება.

„ნატო კვლავ ფხიზლად რჩება და გააგრძელებს ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 2025 წლის განმავლობაში რუსეთი აგრძელებდა ალიანსის გამოცდას, სულ უფრო აგრესიული ხდებოდა, მათ შორის საჰაერო სივრცის დარღვევების, საბოტაჟისა და მავნე კიბერაქტივობის გზით“, - დასძინა მან.