Loading data...
მარკ რუტე - რუსეთი უკრაინაში ბაღის ლოკოკინის სისწრაფით მიიწევს წინ

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინა დღეს, ბრიუსელში გამართული მინისტერიალის დროს უკრაინაში რუსეთის შეტევის ტემპზე ისაუბრა და ევროპის თავდაცვის პოლიტიკაში ცვლილებები შეაფასა. 

მისი თქმით, ბოლო წლებში ევროპა არასაკმარისი თავდაცვის ხარჯების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა ჰააგაში გამართული სამიტის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 

„ვხედავთ შეხედულებების აშკარა თანხვედრას და ერთიანობას. ევროპა ნამდვილად ძლიერდება და უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს ნატოში ლიდერობაზე“, - აღნიშნა რუტემ.

უკრაინაში ომის კომენტირებისას, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „რუსეთს შოკის მომგვრელი დანაკარგები“ აქვს. 

„რუსეთს სურს, რომ ის ძლიერ დათვად აღვიქვათ. სინამდვილეში კი ის უკრაინაში ბაღის ლოკოკინას სისწრაფით მიიწევს წინ. ასე რომ, ნუ ავყვებით რუსულ პროპაგანდას“, - აცხადებს რუტე.