Loading data...
მარკ რუტე: როდესაც საქმე სერიოზულად წარიმართება, ახალგაზრდები მზად იქნებიან, იარაღი აიღონ, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიაში სამხედრო სამსახურის რეფორმის წინააღმდეგ ახალგაზრდების საპროტესტო აქციების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტებმა რუტეს შეახსენეს, რომ გერმანიაში ახალგაზრდები სამხედრო სამსახურში გაწვევას აპროტესტებენ და ჰკითხეს, თუ როგორ უნდა  მისცენ მოტივაცია ახალგაზრდა თაობას, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ. 

მარკ რუტე მიიჩნევს, რომ თუ საქმე სერიოზულად წარიმართება, ევროპაში ახალგაზრდები იარაღს აიღებენ.

ამ საკითხზე ბევრი დისკუსიაა. თუმცა, როდესაც გერმანიას ვუყურებ - და ასევე, ჩემს ქვეყანას, ნიდერლანდებს - ვხედავ მკაფიო უმრავლესობას, რომელიც ესმის საფრთხე და საკუთარი ქვეყნის დაცვის აუცილებლობა. ეჭვი არ მეპარება, როდესაც საქმე სერიოზულად წარიმართება, ახალგაზრდები მზად იქნებიან, იარაღი აიღონ. პუტინს 140 მილიონი ადამიანი ჰყავს. ნატოს ქვეყნებს ერთად კი დაახლოებით ერთი მილიარდი. ჩვენ ახლა ყველანაირად რუსეთზე ძლიერები ვართ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.