1774537458
უცხოეთი
მარკ რუტე: ნატო დიდი ხანია, აცხადებს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს არც ბირთვული, არც სარაკეტო შესაძლებლობა
ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი დიდი ხანია, აცნობიერებს ირანის სარაკეტო პროგრამით შექმნილ საფრთხეს.
მისი თქმით, აშშ „ამცირებს ამ შესაძლებლობებს, როგორც ბირთვულ, ასევე, სარაკეტო იარაღს“.
„ნატო დიდი ხანია, აცხადებს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს არც ბირთვული და არც სარაკეტო შესაძლებლობა. სწორედ ამ შესაძლებლობების განადგურებაა, რასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ირანს უკვე აქვს შესაძლებლობები, რომლებიც „სულ უფრო საშიში ხდება მოკავშირეებისთვის“.
და დასძენს, რომ ნატოს თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩაჭრეს ირანიდან თურქეთისკენ მიმავალი ბალისტიკური რაკეტები.