Loading data...
მარკ რუტე: ჩემი გზავნილი ევროპელი კოლეგების მიმართ შემდეგია: შეწყვიტეთ ნერვიულობა აშშ-ის გამო, ისინი ჩვენს გვერდით არიან

ევროპელმა მოკავშირეებმა არ უნდა იღელვონ აშშ-ის ერთგულებაზე ნატოს მიმართ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა.

ამასთან, რუტემ აღნიშნა, რომ ამას თან ახლავს მოლოდინი, რომ ევროპული ქვეყნები და კანადა თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან.

„ნომერ პირველი კითხვა იყო „მაშ, არის აშშ ისევ ჩვენთან?“ დიახ, ისინი არიან.

„აშშ-ის პრეზიდენტისა და აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან არის ნატოსადმი სრული ერთგულება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

„თუმცა, ამას თან ახლავს მოლოდინი, რომ ჩვენ საბოლოოდ მოვაგვარებთ ამ დიდ გამღიზიანებელს, რაც არის ის, რომ ევროპელები და კანადელები არ ვხარჯავთ საკმარისს და მათ სურთ, რომ გავთანაბრდეთ აშშ-ის ხარჯებთან“, აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

მარკ რუტემ, ასევე, ევროპელ კოლეგებს მიმართა.

„ჩემი ევროპელი კოლეგებისადმი გზავნილია, შეწყვიტეთ ამდენი ღელვა. დაიწყეთ იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გქონდეთ საინვესტიციო გეგმები, თქვენი ინდუსტრიული ბაზა აღდგეს და იმუშაოს, უკრაინისადმი მხარდაჭერა დარჩეს მაღალ დონეზე, საბედნიეროდ, ის დღესაც შენარჩუნებულია. ეს არის ის, რაზეც უნდა იმუშაოთ და შეწყვიტოთ სირბილი და აშშ-ზე დარდი. ისინი აქ არიან, ისინი ჩვენთან არიან“, - დასძინა რუტემ.