1761991420
უცხოეთი
მარკ კარნი აცხადებს, რომ ტარიფების საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამის გამო, ტრამპს ბოდიში მოუხადა
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მან ბოდიში მოუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტარიფების საწინააღმდეგო პოლიტიკური რეკლამის გამო და ონტარიოს პრემიერ-მინისტრ დაგ ფორდს სთხოვა, აღარ გაუშვას ის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად კი, კარნის თქმით, მან ტრამპს ბოდიში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული ვახშმისას მოუხადა.
„მე ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტს“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, რითაც დაადასტურა ტრამპის წინა დღის განცხადება.
ცნობისთვის, კანადის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა რეკლამა, რომელშიც აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლის ამონარიდებია გამოყენებული. ვიდეოჩანაწერში რეიგანი ტარიფებს აკრიტიკებს და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს იცავს.