Loading data...
მარიო ნაუფალი: რუმინეთის ოპოზიციის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

რუმინეთის ოპოზიციის ლიდერი, ჯორჯე სიმიონი, რუმინეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელი პოდკასტერი, მარიო ნაუფალი, X-ზე ავრცელებს.

მისი განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, სიმიონმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ წამოაყენა, რომლითაც ირკვევა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს კამპანიაში რუსეთთან კოორდინაცია არ გამოვლინდა.

„რუმინეთის ოპოზიციის ლიდერი, ჯორჯე სიმიონი, რუმინეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს აშშ-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის ჩარევაზე მიუთითებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მოგვიანებით, ჯორჯესკუს გამარჯვების მიუხედავად, გაუქმდა“, - წერს მარიო ნაუფალი.