მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა, ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მზადაა, ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინის სამომავლო დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებები გამართოს.
მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, ბრიუსელში გაიმართოს, რადგან, მისი აზრით, აღნიშნული ადგილი შეესაბამება განსახილველ თემას - უკრაინის დაფინანსებას.
„დიახ, თუ მასთან ბრიუსელში შეხვედრას შევძლებ, ამის შესახებ უკრაინის ელჩს ვაცნობებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
„გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ეს [შეხვედრის ადგილი] სრულიად მიზანშეწონილი იქნებოდა, ვინაიდან რეალობა ისაა, რომ უკრაინის დაფინანსების საკითხი დღეს წარმოადგენს პრობლემას, რომელმაც მთელი ევროპა შეძრა“, — დასძინა მან.
ცნობისთვის, მარინ ლე პენმა, რომელიც 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამოკითხვებში ლიდერობს, პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უკრაინის დაფინანსებას შეწყვეტს. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაუქმებას არ გეგმავს.