1762191553
                
            
            
            
                უცხოეთი
            
        მარია ზახაროვა: ვიდრე იტალიის მთავრობა მისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, იტალია სრულიად ჩამოიშლება
        „იტალიაში ეკონომიკიდან დაწყებული კოშკებით დამთავრებული ყველაფერი ჩამოიშლება, თუ ქვეყნის მთავრობა, უკრაინისთვის დახმარების გაწევით, გადასახადების გადამხდელთა ფულის უაზროდ ხარჯვას გააგრძელებს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რომის ცენტრში ისტორიული კოშკის ჩამონგრევას.
„შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინისთვის იტალიის მხარდაჭერამ, მათ შორის სამხედრო დახმარებამ და ევროკავშირის მექანიზმების მეშვეობით დახმარებამ, დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს მიაღწია“. ვიდრე იტალიის მთავრობა მისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, იტალია სრულიად ჩამოიშლება: ეკონომიკიდან დაწყებული და კოშკებით დამთავრებული“, - აღნიშნა დიპლომატმა.