Loading data...
მარგუს ცაჰკნა: ესტონეთი მზადაა, ჩამოაგდოს რუსული სამიზნეები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს არღვევს

ესტონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ჩამოაგდოს რუსული სამიზნეები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს გადაკვეთენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ჟურნალისტებმა ცაჰკნას ჰკითხეს, ჩამოაგდებდა თუ არა ესტონეთი რუსულ ობიექტებს, თუკი ისინი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრებოდა.

„პასუხია ძალიან მარტივია, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: ჩვენ მათ ჩამოვაგდებთ. ნატოს პროტოკოლი ამასთან დაკავშირებით, 20 წელია, მოქმედებს. ნატო მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორია პირველივე წამიდან“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთმა 12 წუთის განმავლობაში დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, ნატოს თვითმფრინავები ადგილზე იმყოფებოდნენ და მზად იყვნენ მოქმედებისთვის, თუ ისინი დაინახავდნენ ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის დაუყოვნებლივ საფრთხეს.

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა ჩვენი შესაძლებლობები გამოცადა და ნატოს ცენტრალური ევროპის მისია მაშინვე გამტკიცდა, როდესაც პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ამგვარად ჩვენი რეგიონის გარშემო კოორდინაციას ვზრდით და ჩვენს შესაძლებლობებს ვაძლიერებთ“, - დასძინა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.