Loading data...
მანქანები დაწვეს, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - ბრიუსელში საპროტესტო აქციებზე არეულობა დაიწყო

ახალგაზრდების საპროტესტო აქციები დღეს მეზობელ ბელგიაშიც გაიმართა. დედაქალაქ ბრიუსელის ქუჩებში რამდენიმე ასეული, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი გამოვიდა.

როგორც მედია წერს, მომიტინგეებმა დააზიანეს ქონება, დაწვეს ნაგვის ურნები და მანქანები, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მომიტინგეებმა, ასევე, ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე ნაგვის ურნას, დააზიანეს სამშენებლო ტექნიკა და გადააბრუნეს მანქანები. 3 მანქანა დაწვეს. 

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. Belga-ს ცნობით, მონაწილეთა უმეტესობა არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან ზოგიერთი, სავარაუდოდ, 12 წლამდე ასაკის იყო.

საპროტესტო აქცია გაიმართა ბელგიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლიეჟშიც. სტუდენტები ფრანგულენოვან საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ. მათი მოთხოვნები განათლების გაძვირებას, გადატვირთულ აუდიტორიებსა და სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობის სირთულეებს უკავშირდებოდა.