მამაკაცს, რომელიც ანტიმუსლიმური მოტივით ედინბურგში გამვლელებს თავს დაესხა, ბრალი წარუდგინეს - BBC
ედინბურგში მეჩეთთან მამაკაცი ნაჯახით დაესხა თავს გამვლელებს. დაშავდა ხუთი ადამიანი. როგორც BBC წერს, თავდამსხმელი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წარუდგინეს. ის ეჭვმიტანილია ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში.
ინციდენტი 19 ივნისს შოტლანდიის დედაქალაქში, ერთ-ერთი მეჩეთის სიახლოვეს მოხდა.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს მამაკაცი, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ მას პოლიცია აკავებს.
ეჭვმიტანილი 36 წლის მამაკაცია. დაშავებულებს შორის არიან მუსლიმი თემის წევრები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარი დაგმო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დანაშაული მოტივირებული იყო მუსლიმებისადმი სიძულვილით.
თავდასხმას გამოეხმაურა შოტლანდიის პირველი მინისტრი ჯონ სუინი, რომელმაც განაცხადა, რომ „შოტლანდიაში რასიზმისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ადგილი არ არის“.