Loading data...
მალდივებზე წყალქვეშა მღვიმეში იტალიელი ტურისტების ცხედრების ძებნის დროს მყვინთავი დაიღუპა

მალდივებზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას მყვინთავი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მყვინთავები  წყლის სიღრმეში 14 მაისს დაღუპულ იტალიელ ტურისტს ეძებდნენ.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ხუთმა ადგილობრივმა მაშველმა მღვიმეში 60 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა, თუმცა ზედაპირზე დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი, მოჰამედ მაგდი, კვლავ წყლის სიღრმეში იყო.

მან გონება დაკარგა და წყლიდან ამოყვანის მიუხედავად, მყვინთავის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

14 მაისს მალდივებზე დაივინგის დროს ხუთი იტალიელი დაიღუპა. 

ტრაგედია ვაავუს ატოლზე მოხდა, სადაც იტალიელი მყვინთავები, სავარაუდოდ 50 მეტრის სიღრმეში, მღვიმეების შესწავლას ცდილობდნენ.

რეგიონში არასტაბილური ამინდი იყო, შესაბამისად გამოცხადებული იყო ყვითელი გაფრთხილებაც.