მაკრონმა ირანის პრეზიდენტს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ დარტყმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგა მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც მაკრონი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მან ირანს მოუწოდა, რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დარტყმები შეწყვიტოს და ჰორმუზის სრუტე გახსნას.
„ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ დარტყმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ირანმა ასევე უნდა უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის შეწყვეტით.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების განვითარებასთან და რეგიონში მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის მთლიანობასთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე კრიზისის საფუძველს წარმოადგენს.
დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, რათა გადაიჭრას ეს მნიშვნელოვანი გამოწვევები, შეწყდეს ესკალაცია და შენარჩუნებული იყოს მშვიდობა.
ჩვენ შევთანხმდით, რომ კონტაქტზე დავრჩებით“, - წერს მაკრონი.
Je me suis entretenu avec le président iranien Massoud Pezechkian.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) March 8, 2026
Je lui ai indiqué que la sécurité et le retour en France de Cécile Kohler et Jacques Paris, qui se trouvent actuellement dans l'enceinte de l'ambassade de France, restent pour nous une priorité absolue.…