Loading data...
მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში შესაძლოა, პუტინს დაეკონტაქტოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაუშვა, რომ შესაძლოა, უახლოეს კვირებში კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტი შედგეს. ამის შესახებ მან ტელეარხ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად კრემლის ხელმძღვანელთან უახლოეს მომავალში საუბრის დაგეგმვაზე მუშაობს.

„ამჟამად ორგანიზებას ვუწევ კონტაქტის დამყარებას უახლოეს კვირებში“, - აღნიშნა მაკრონმა პუტინთან პოტენციური საუბრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მიზანია მშვიდობა უკრაინაში, მაგრამ არა მისი კაპიტულაციის ფასად.

„მოკლევადიან პერიოდში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მის თავდაცვით ძალისხმევაში... სწორედ ამას ვაკეთებთ... არ გვინდა, რომ ეს მშვიდობა უკრაინისთვის კაპიტულაცია იყოს“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.