Loading data...
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროპელი მოკავშირეებისთვის სტრატეგიული ბირთვული შემაკავებელი რესურსების მიწოდებას შეძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი შეძლებს ევროპელი მოკავშირეებისთვის სტრატეგიული ბირთვული შემაკავებელი რესურსების მიწოდებას, რათა ისინი „გარემოებების შესაბამისად განათავსონ“.

ამ კონტექსტში მან ახსენა გერმანია, დიდი ბრიტანეთი - კონტინენტზე ერთადერთი სხვა ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ძალები აქვს - ასევე, ნიდერლანდები და პოლონეთი.

„თანამშრომლობა ერთობლივი წვრთნებით დაიწყება“, - განმარტა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის, „გაფართოებული ბირთვული შეკავების“ გზას დაადგეს, რაც „ევროპულ განზომილებას“ მოიცავს. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საბოლოო გადაწყვეტილება ერთობლივი არ იქნება“; ის „ყოველთვის“ სახელმწიფოს მეთაურის ხელში დარჩება.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ რვა ევროპული ქვეყანა „დათანხმდა“ საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ „გაფართოებულ შეკავებაში“ მონაწილეობას. ესენი არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, საბერძნეთი, შვედეთი და დანია.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის.