Loading data...
მაკრონი: საფრანგეთი ბირთვული ქობინების რაოდენობას გაზრდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული არსენალის გაფართოების შესახებ განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, მისი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ქვეყნის „შემაკავებელმა მექანიზმებმა შეინარჩუნოს და განაგრძოს თავისი დამანგრეველი ძალის შენარჩუნება საშიშ, ცვალებად და არასტაბილურ გარემოში“.

„სწორედ ამიტომ გავეცი ბრძანება ჩვენს არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობის გაზრდის შესახებ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, მისი თქმით, ამიერიდან საფრანგეთის ბირთვული არსენალის შესახებ ციფრული მონაცემები საჯარო არ იქნება. 

„ნებისმიერი სპეკულაციის დასრულების მიზნით, ჩვენ აღარ გავავრცელებთ ინფორმაციას ჩვენი ბირთვული არსენალის რაოდენობის შესახებ, განსხვავებით იმისა, რასაც შეიძლება წარსულში ვაკეთებდით“, - აღნიშნა მან.

მაკრონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა: „თავისუფალი რომ იყო, პატივისცემა უნდა გამოიწვიო, ხოლო პატივისცემა რომ გქონდეს, ძლიერი უნდა იყო“.

„ამას ჩვენი არსენალის ზრდა ადასტურებს“, - დაასკვნა მან.