Loading data...
მაკრონის თქმით, საფრანგეთი გრენლანდიაში ჯარს აგზავნის

საფრანგეთი გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. 

„დანიის თხოვნით, მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი მონაწილეობას მიიღებს დანიის მიერ გრენლანდიაში ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში, ოპერაცია „არქტიკული გამძლეობა“, - აღნიშნა მან.

მან დასძინა, რომ პირველი ფრანგული ქვედანაყოფები უკვე მიემართებიან წვრთნების ადგილისკენ და დამატებითი სამხედრო კონტინგენტები მოგვიანებით ჩავლენ.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა ადრეც გაგზავნა თავისი სამხედროები გრენლანდიაში დანიის მოთხოვნით. იქ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში.