Loading data...
მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურდა, დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა - მარინ ლე პენი

მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურდა, - ასე მიმართა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც, ეგზიტპოლის თანახმად, მისი პარტია საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს

„დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა, ფრანგებმა „ეროვნული გაერთიანება“ და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს. მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურდა“, – განაცხადა ლე პენმა.

მისი თქმით, ხალხს „შვიდწლიანი დამამცირებელი და დამღუპველი მმართველობის შემდეგ გვერდის გადაფურცვლა“ სურს და მოუწოდებს მათ, „ეროვნულ გაერთიანებას“ ხმა ისევ მისცენ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 ივლისს გაიმართება.  

„ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა, რათა [„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი] ჯორდან ბარდელა ერთ კვირაში პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს“, - აღნიშნა მან.