Loading data...
მაკრონი სინვარის მკვლელობის შემდეგ მძევლების გათავისუფლებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ მძევლების გათავისუფლებას ითხოვს.

„იაჰია სინვარი იყო მთავარი პასუხისმგებელი პირი 7 ოქტომბრის ტერაქტებსა და ბარბაროსულ აქტებზე. ვფიქრობ დაღუპულებზე, მათ შორის 48 ჩვენ თანამემამულეზე და მათ ახლობლებზე. საფრანგეთი ითხოვს ყველა მძევლის გათავისუფლებას, რომელიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ ხელშია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა 17 ოქტომბერს მოკლეს.

ბაიდენი „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ აცხადებს, რომ „ეს არის კარგი დღე ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“.