Loading data...
ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს.

„მასობრივი მკვლელობების ჩამდენი იაჰია სინვარი, რომელიც პასუხისმგებელია 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასა და სისასტიკეებზე, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა მოკლეს. ეს არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო, მორალური მიღწევა და მთელი თავისუფალი მსოფლიოს გამარჯვება რადიკალური ისლამის ბოროტების ღერძზე, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს“, - აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კაცის თქმით, სინვარის მკვლელობა ქმნის მძევლების დაბრუნების შესაძლებლობას და „ჰამასისა“ და ირანის კონტროლისგან თავისუფალი ღაზის შექმნას.