მაკრონი: რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე ახალი მასშტაბური დარტყმებით სისუსტეს ავლენს
უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებითა და რაკეტებით ახალი მასშტაბური დარტყმებით რუსეთი თავის აგრესიას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
საფრანგეთის ლიდერის თქმით, ამ იერიშებმა ნათლად აჩვენა, თუ რა თვალთმაქცობით აწარმოებდა რუსეთი ბოლო დღეებში მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს.
„მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით რუსეთი არა იმდენად თავის ძალას, რამდენადაც სისუსტეს აჩვენებს: მას სამხედრო გადაწყვეტილებები ეწურება და არ იცის, როგორ დაასრულოს თავისი დაპყრობითი ომი“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.
მან დასძინა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს და გააგრძელებს ძალისხმევას საომარი მოქმედებების დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად.
En lançant une nouvelle frappe massive de drones et de missiles contre les villes et les civils ukrainiens - la plus importante de ces quatre dernières années -, la Russie aggrave un peu plus le forfait de son agression.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 14, 2026
Elle donne à voir toute l'hypocrisie…