Loading data...
მაკრონი: ლუვრში ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ვაფასებთ, რადგან ჩვენი ისტორიის ნაწილია, დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს, რომ ლუვრის მუზეუმში მომხდარი ძარცვა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც აფასებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ დაკარგულ ექსპონატებს აუცილებლად დააბრუნებენ, დამნაშავეები კი, დაისჯებიან.

„ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ჩვენი ისტორიის ნაწილია. ჩვენ დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. პარიზის პროკურატურის ხელმძღვანელობით, ყველგან ყველაფერი კეთდება ამის მისაღწევად. ლუვრის ახალი რენესანსის პროექტი, რომელიც იანვარში დავიწყეთ, მოიცავს უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს. ის უზრუნველყოფს ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას“, - წერს მაკრონი.