მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ორივე მხარის შეცდომაა
პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ საკითხები დიპლომატიის გზით. ყველა უნდა დამშვიდდეს“, - განაცხადა მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„სავარაუდოა, რომ ჰორმუზის სრუტეზე მიზანმიმართული ბლოკადის შენარჩუნების შესახებ აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ... ირანის ხელისუფლებამ თავდაპირველი პოზიცია შეცვალა... ეს ორივე მხარის შეცდომაა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 18 აპრილს, როდესაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებს ცეცხლი გაუხსნა, ფრანგული გემები მიზანში არ ამოუღიათ.
ერთ-ერთი გემი, რომელიც დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა, ფრანგული კომპანია CMA CGM-ის კუთვნილი კონტეინერმზიდი იყო. კომპანიამ განაცხადა, რომ ეკიპაჟმა „გამაფრთხილებელი გასროლის“ შესახებ შეატყობინა. ამავე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხოდაა.