Loading data...
მაკრონი: „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და დაასრულოს ომი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

მაკრონის თქმით, „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა კი პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს.

„გამოვთქვამ შეშფოთებას, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაციების გაგრძელებამ უკვე შეარყია ის. ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვრის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისკენ მოგიწოდებთ. „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე. ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და დაასრულოს ომი“, - წერს მაკრონი.