Loading data...
მაკრონი: ერთადერთი შესაძლო ვარიანტია ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა და ნებისმიერი გადასახადის, ან იძულებითი ზომების არარსებობა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არასტაბილურობის ფონზე, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მასთან სატელეფონო საუბარი ითხოვა.

„მალე დაველაპარაკები ირანის პრეზიდენტს, მისი თხოვნით“, - განაცხადა მაკრონმა.

„საფრანგეთმა თავიდანვე შეინარჩუნა თანმიმდევრული პოზიცია. ჩვენ მოვითხოვთ საომარი მოქმედებების შეწყვეტას, დიპლომატიური მოლაპარაკებების დაბრუნებას და რეგიონის ყველა ქვეყნის პატივისცემას“, - აღნიშნა მაკრონმა.

„ერთადერთი შესაძლო ვარიანტია ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა და ნებისმიერი გადასახადის, ან იძულებითი ზომების არარსებობა. ტანკერების, კონტეინერმზიდი გემების, ან მესამე ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი ცალმხრივი ესკალაცია შეცდომაა, რომელიც ომს აღვივებს და ესკალაციას იწვევს“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.