1760214060
უცხოეთი
მაკრონი ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ის შუამავლობით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 13 ოქტომბერს, ეგვიპტეში გაემგზავრება, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ის შუამავლობით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და განიხილოს მისი შემდეგი ეტაპები.
ელისეის სასახლეში ამ ეტაპზე არ აცხადებენ შეხვდება თუ არა მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ასევე ეგვიპტეში იქნება და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების შუამავლობას გაუწევს.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დაადასტურა, რომ ეგვიპტეში შეხვდება „ბევრ ლიდერს“, რათა განიხილონ ღაზას სექტორის მომავალი და სამშვიდობო გეგმის შემდეგი ნაბიჯები.
ინფორმაციისთვის, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ოქტომბერს ოფიციალურად ამოქმედდა.