1772999247
უცხოეთი
მაკრონი 9 მარტს კვიპროსს ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 9 მარტს კვიპროსს ეწვევა, მას შემდეგ, რაც აკროტირის ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე ირანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
„ეს ვიზიტი მიზნად ისახავს საფრანგეთის სოლიდარობის გამოხატვას კვიპროსის მიმართ“, - განაცხადეს ელისეის სასახლის წყაროებმა.
მაკრონი პაფოსის პორტში კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ხრისტოდულიდესსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდება. ისინი რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას განიხილავენ.
ელისეის სასახლის წყაროების ცნობით, შეხვედრა ასევე ხელს შეუწყობს რეპატრიაციის ოპერაციების მხარდასაჭერად ძალისხმევის კოორდინაციას.