Loading data...
მაია სანდუ კიევში რუსეთის იერიშზე: ომი ევროპას უახლოვდება და ყველას საფრთხეს უქმნის

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში რუსეთის საჰაერო იერიშს გამოეხმაურა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. 

სანდუს შეფასებით, ომი ევროპას უახლოვდება და ყველას უქმნის საფრთხეს. 

სანდუს განცხადებით, მოლდოვა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენებას, რომელმაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები დააზიანა.

„ეს ტერორისტული თავდასხმა უკრაინისა და მისი პარტნიორების დაშინებას ისახავს მიზნად. ეს ომი ევროპას უახლოვდება და საფრთხეს უქმნის ყველას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას“, - წერს სანდუ პლატფორმა X-ზე.