1770837125
უცხოეთი
მადრიდში ფერმერების აქცია გაიმართა
მადრიდის ცენტრში ათასობით ფერმერი საპროტესტო აქციაზე ტრაქტორებით მივიდა.
ესპანელი ფერმერები მერკოსურის ქვეყნებთან, კერძოდ, არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებდნენ. ფერმერები ფიქრობენ, რომ ამ შეთანხმებით, იაფი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი გაიზრდება, რაც ადგილობრივი საქონლის გაიაფებას გამოიწვევს.
მადრიდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დემონსტრაციაში 367 ტრაქტორი და დაახლოებით 2 500 დემონსტრანტი მონაწილეობდა.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით – „ესპანეთის სოფლები არ იყიდება“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა შეთანხმებას ევროპისთვის „არაჩვეულებრივი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ადგილობრივი ფერმერები დაზარალდებიან, ისინი კომპენსაციას მიიღებენ.