Loading data...
მადრიდში 100 000-მა პროპალესტინურმა აქტივისტმა აქცია გამართა

პროპალესტინურმა აქტივისტებმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მრავალათასიანი აქცია გამართეს. საპროტესტო დემონსტრაციის 100 000-მა მონაწილემ პრესტიჟული ველორბოლა, Vuelta a España ჩაშალეს. ისინი პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ და ანტიისრაელის ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.  

თავიდან პოლიციას მათ წინააღმდეგ არანაირი ქმედება არ განუხორციელებია, მაგრამ, როდესაც მომიტინგეებმა დამცავი ბარიერები გაარღვიეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ველორბოლა, რომელიც უკვე დაწყებული იყო, ჩაიშალა.

აქციის მონაწილეები ველორბოლაში ისრაელიდან ჩასული გუნდის, Israel Premier Tech-ის მონაწილეობას აპროტესტებდნენ.

ამ გუნდს ხშირად აქებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ამბობს, რომ დიდი წნეხის მიუხედავად, ის სპორტულ ასპარეზობას განაგრძობს.