Loading data...
ლვოვში აფეთქებების ხმა ისმოდა - რუსებმა რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს

ლვოვში საჰაერო იერიშის შესახებ განგაშის გამოცხადების შემდეგ აფეთქებების ხმა ისმოდა. 

როგორც უკრაინული მედია წერს, მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსებმა რეგიონში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს. 

„ამჟამად ვადგენთ, თუ რა მოხდა ზუსტად, დაშავდა თუ არა ვინმე, ვმუშაობთ ყველა შესაბამისს სამსახურებთან“, - იტყობინება ლვოვის მერი ანდრეი სადოვი

ინფორმაციისთვის, 9 იანვრის ღამეს რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.