Loading data...
„ლუკოილი“ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს

კომპანია „ლუკოილი“ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო უცხოური აქტივების გაყიდვას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

„კომპანიისა და შვილობილი საწარმოების მიმართ რიგი სახელმწიფოების მიერ შეზღუდვითი ზომების შემოღების გამო, კომპანია აცხადებს, გაყიდოს თავისი საერთაშორისო აქტივები. პოტენციური მყიდველებისგან განაცხადების განხილვა დაწყებულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

„ლუკოილმა“ განაცხადა, რომ აქტივების გაყიდვა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში განხორციელდება.