Loading data...
ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ლუკაშენკოს პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია დონალდ ტრამპსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მიღწეული შეთანხმების და უკრაინული მხარის თხოვნის საფუძველზე. გადაწყვეტილების მიზანია უკრაინაში ომის დასრულების წინაპირობების შექმნა.

ეისმონტის თქმით, ეს ადამიანები უკრაინულ მხარეს უკვე გადასცეს.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ პატიმრობაში მყოფი ორი კათოლიკე მღვდელმსახური შეიწყალა.