Loading data...
ლუკაშენკომ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მისი თქმით, ბელორუსებს და უკრაინელებს საუკუნოვანი ტრადიციები, საერთო ისტორია და მრავალი გამოცდა აკავშირებს. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

„სტუმართმოყვარე ბელარუსი ყოველთვის გახსნილია უკრაინელებისთვის. ყველა უკრაინელისთვის, ვინც ჩვენთან კეთილი სურვილებით მოდის“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის მომავალმა თაობებმა მეგობრული ურთიერთობები უნდა შეინარჩუნონ, ხოლო მინსკმა და კიევმა - თანამშრომლობა უნდა აღადგინონ.