1795106160
უცხოეთი
„ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ“ - გუტერეში მიანმარის წინააღმდეგ გამოტანილ გენოციდის განაჩენს მიესალმება
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მიესალმება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მიანმარმა როჰინჯა უმცირესობის წინააღმდეგ გენოციდი ჩაიდინა.
მისი განცხადებით, ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
„მიანმარმა უნდა იმოქმედოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები“, - ნათქვამია გუტერეშის განცხადებაში.
მისივე თქმით, ეს გულისხმობს ლტოლვილების საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო, ნებაყოფლობით და ღირსეულ დაბრუნებას, ასევე, ოჯახების გაერთიანებას.