Loading data...
ლონდონში პროპალესტინურ აქციაზე 900-მდე ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში პროპალესტინურ აქციაზე 900-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. 

ლონდონის პოლიციის ცნობით, უმეტესობა აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 17 პირი პოლიციელზე თავდასხმისთვის. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Palestine Action-ი ივლისში აკრძალა, რის შემდეგაც ორგანიზაციის წევრობა ან მისი მხარდაჭერა კრიმინალურ დანაშაულად ითვლება, რომელიც 14 წლამდე პატიმრობით ისჯება.