Loading data...
ლონდონში, „ბი-ბი-სის“ ყოფილ სათავო ოფისში ხანძარი გაჩნდა

ლონდონში, „ბიბისის“ ყოფილ შტაბ-ბინაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ღამით ვუდ-ლეინის ქუჩაზე მდებარე შენობის ზედა სართულებზე გაჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი ახლომდებარე შენობებს მოედო. 

მათივე ცნობით, დამწვარია რესტორანი, ტერასა, ასევე, რამდენიმე ბინა.

ხანძრის ჩაქრობაში დაახლოებით 100 მაშველი და 15 სახანძრო მანქანა იყო ჩართული. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც ლონდონის პოლიცია აცხადებს, ვუდ-ლეინსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეზღუდულია.