Loading data...
ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან გაიმართა. მომიტინგეთა უმეტესობა პენსიონერი იყო და ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით: „მე გენოციდის წინააღმდეგი ვარ, მხარს ვუჭერ „პალესტინის მოქმედებას“.

„პალესტინის მოქმედება“ 2020 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს დიდი ბრიტანეთის მიერ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის შეჩერებას.

ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში 2025 წელს აიკრძალა.