1766227823
უცხოეთი
ლონდონმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე უარი თქვა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 9,1 მლრდ ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეას მხარი არ დაუჭირა. იგივე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა მიიღო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამ იდეას მხარს უჭერდა, მაგრამ წინააღმდეგ ბრიტანული ბანკები გამოდიოდნენ.
ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივზმა განაცხადა, რომ ახლა მისი ქვეყანა პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის დაფინანსების გამონახვაზე იმუშავებს. დიდი ბრიტანეთი კვლავ იტოვებს ვალდებულებას, რომ უკრაინას ყოველწლიურად 3 მლრდ გირვანქა სტერლინგი მისცეს.