1779047530
უცხოეთი
ლონდონის ანტიმიგრაციული მსვლელობისას 43 პირი დააკავეს
ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 43 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას The Guardian იუწყება.
პოლიციის ცნობით, 20 დაკავებული მიგრაციის წინააღმდეგ მარშში მონაწილეობდა.
როგორც მედია იტყობინება, მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, თავდასხმა განხორციელდა ხუთ პოლიციელზე, თუმცა მათგან არცერთს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.
შეგახსენებთ, ცენტრალურ ლონდონში ერთმანეთის პარალელურად ორი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.