ლიზ ტრასი: მოქმედებს „დიფ სთეითი“, რომელიც არ მიჰყვება საზოგადოების ნებას არც ბრიტანეთში, არც ევროპასა, თუ ამერიკაში
ჩვენ ვდგავართ წითლებისა და მწვანეების ალიანსის წინაშე - ისლამისტებისა და ნეო-მარქსისტების, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის განადგურებას ცდილობენ. მათ სძულთ ყველაფერი, რამაც ჩვენი ქვეყნები დიდებულად აქცია - იქნება ეს ბრიტანეთი, ამერიკა, თუ თავისუფალი სამყაროს სხვა ნაწილები, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა საკუთარი შოუს მესამე ეპიზოდში.
მისი განცხადებით, ქვეყნების ინსტიტუციებში წარმატებით შეღწევის შედეგად, დღეს სახეზეა „დიფ სთეითი“, რომელიც საზოგადოების სურვილებს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, საჭიროა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპისა და დიდი ბრიტანეთისთვის დიდების დაბრუნება.
„რაც მათ მოახერხეს, არის ის, რომ წარმატებით შეაღწიეს ჩვენს ინსტიტუციებში. ამგვარად, დღეს მოქმედებს „დიფ სთეითი“, რომელიც არ მიჰყვება საზოგადოების ნებას და სურვილებს ბრიტანეთში, ევროპაში, თუ ამერიკაში. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ამერიკისთვის დიდების დაბრუნება (Make America Great Again), ჩვენ ასევე გვჭირდება ევროპისა და ბრიტანეთისთვის კვლავ დიდების დაბრუნება. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.