Loading data...
ლიპეცკის აეროდრომზე უკრაინულმა დაზვერვამ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი გაანადგურა

ლიპეცკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე უკრაინულმა დაზვერვამ „სუ-30 “-ის და „სუ-27“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გაანადგურა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ოპერაცია განხორციელდა რუსეთში მოქმედი „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრთა მონაწილეობით.

განადგურებული თვითმფრინავების სავარაუდო ფასი 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.