Loading data...
ლინდსი გრემმა დანიის პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვედრაზე „პატარა ქალბატონი“ უწოდა

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრეჰემმა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს პირისპირ შეხვედრაზე „პატარა ქალბატონი“ უწოდა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და შესაბამისად, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო.

როგორც მედია წერს, ოთახში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა კომენტარი უკიდურესად დამამცირებლად და აშკარად სექსისტურად მიიჩნია.

მეტე ფრედერიქსენმა ლინდსი გრემის განცხადებებს მშვიდად უპასუხა: „როდესაც ამას დაასრულებთ, შეხვედრა შეიძლება, გაგრძელდეს“.