ლინდსი გრეჰემი: უკრაინამ დაარტყა ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინელების დასახოცად იყენებს

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე მიტანილ იერიშებს გამოეხმაურა.
როგორც ის წერს, დროა, მსოფლიომ იმოქმედოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
„მუდმივად მოხერხებულმა უკრაინამ დრონებით საბრძოლო მოქმედებების კრეატიული ტაქტიკები გამოიყენა წარმატებული იერიშისთვის რუსულ ბომბდამშენებსა და სამხედრო ობიექტებზე, რომლებსაც [რუსეთი] უკრაინელი მოქალაქეების დასახოცად და მათი ქვეყნის გასანადგურებლად იყენებს.
რუსეთი განურჩევლად ხოცავს კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. დროა, მსოფლიომ გადაჭრით იმოქმედოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩინეთისა და სხვებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით, იაფი რუსული ნავთობის შესყიდვისთვის, რაც პუტინის ომის მანქანას ამაგრებს“, - წერს რესპუბლიკელი სენატორი.
The ever-resourceful Ukraine used creative drone warfare tactics to successfully attack Russian bombers and military assets used to kill Ukrainian citizens and destroy their country.
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) June 1, 2025
Russia indiscriminately kills men, women and children. It’s time for the world to act… https://t.co/F7BleLFody