1725545066
უცხოეთი
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: რამდენიმე ლიეტუველი იბრძვის რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა განაცხადა, რომ რამდენიმე ლიეტუველი იბრძვის რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ უარი თქვა სხვა დეტალების გამჟღავნებაზე.
საინფორმაციო პორტალ 15min-ის ცნობით, სულ მცირე, ხუთი ლიეტუვის მოქალაქე რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის.
მისი თქმით, ეს ადამიანები სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილია.
გენერალურმა პროკურატურამ, ასევე, უარი თქვა დეტალური კომენტარის გაკეთებაზე და განაცხადა, რომ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიების ფარგლებში.