1761246027
უცხოეთი
ლიეტუვის შეიარაღებული ძალები: რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს.
შეიარაღებული ძალების ცნობით, ინციდენტი 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ლიეტუვის საჰაერო სივრცეში 18 წამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი საჰაერო სივრცე დატოვეს.
ინციდენტზე რეაგირების მიზნით აფრინდა ესპანეთის საჰაერო ძალების ორი Eurofighter Typhoon ავიაგამანადგურებელი, რომლებიც ნატოს საჰაერო საპატრულო მისიას ასრულებდნენ.