Loading data...
ლიეტუვის საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატის შეჭრის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სეიმის თავმჯდომარე თავშესაფარში გადაიყვანეს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი და სეიმის თავმჯდომარე საულიუს სკვერნიალისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან დრონმა შეაღწია.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ლიეტუვის ტერიტორიაზე ბელარუსიდან უცნობი ობიექტი შეიჭრა. თავდაპირველად ეს ირანული „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატი ეგონათ, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავშესაფარში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხელნაკეთი საფრენი აპარატი იყო, რომელიც საშიშროებას არ წარმოადგენდა. ის ბელარუსის საზღვრიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.