Loading data...
ლიეტუვის პრეზიდენტი რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ისინი მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებენ

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის. აგრესორი ქვეყანა ამას ყოველდღიურად ადასტურებს. მან აღნიშნულის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

ის სკეპტიკურად უყურებს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს.

„მეჩვენება - და რუსეთი ამას ყოველდღე ამტკიცებს - რომ რუსეთი მშვიდობისთვის მზად არ არის და არ მგონია, რომ ისინი მზად იყვნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. შესაძლოა, ეს 2027-28 წლებში მოხდეს, მაგრამ არა 2026 წელს - რადგან ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უბრალოდ მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებენ - და ამასობაში ცდილობენ უკრაინელების სულისკვეთების გატეხას“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელების გამძლეობით, რომლებიც ოთხი წელია იცავენ თავს, თუმცა დასძინა, რომ უკრაინის გამძლეობის უნარი დიდად არის დამოკიდებული მისი პარტნიორების მხარდაჭერაზე.

„ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა, ჩვენი მზადყოფნა და ჩვენი ერთიანობა ახლა ძალიან საჭიროა - ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორთანაც“, - დასძინა გიტანას ნაუსედამ.